03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
გარდაცვლილი მამაკაცი - ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. საავადმყოფოში 12 საათზე მიყვანილ პაციენტს კი ოჯახის ინფორმაციით გამომძიებლები 2 საათის განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკის მიმღებში კითხავდნენ.

ჰგონდა თუ არა ადგილი ექიმების დაუდევრობას - ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა მანამდე ოჯახი ღუდუშაურის ექიმების წინააღმდეგ ჩივის.

ასევე ოჯახის ინფორმაციით, 2 საათიანი დაკითხვის შემდეგ მამაკაცის დახმარება ექიმებმა ვეღარ შეძლეს და ის გამთენიისას 5 საათისათვის გარდაიცვალა.

ღუდუშაურის საავადმყოფოში უარყოფენ, რომ დაშავებულის დაკითხვა მიმდინარეობდა და აცხადებენ რომ 40 წლის მამაკაცი კლინიკაში მძიმე ტრავმებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ოჯახის წევრები არსებულ ინფორმაციას არ უჯერებენ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ.

კლინიკის გარდა გარდაცვლილის ოჯახის წევრები პრეტენზიას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებითაც გამოთქვამენ. მათი განცხადებით, მძღოლი რომელმაც ფეხით მოსიარულე ზაზა გაბინაშვილი გაიტანა ამ დრომდე არა თუ დაკავებული, მისი ვინაობა დადგენილიც არ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები