03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
„ნუ შეგვიზღუდავთ სასწავლებლის ავტონომიას,“ - 8 უნივერსიტეტის მიმართვა პარლამენტს

8 უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლები და გადასახადები სახელმწიფო ხაზინის სისტემაში უნდა შევიდეს.

უმაღლესის სასწავლებლის რექტორები მოუწოდებენ პარლამენტს შეუნარჩუნონ უნივერსიტეტებს არსებული ავტონომია.

მიმართვას ხელს აწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორები.

თავად პარლამენტში კი აზრთა სხვადასხვაობა. მმართველი კოალიცია კანონის პროექტში პრობლემას ვერ ხედავს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ სასწავლებლების შემოსავლების ხაზინაში შეტანა საბიუჯეტო დანაკლისის შესავსებად გადაწყვიტა. 

კანონპროექტი, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა, მოსწონს განათლების მინისტრს, თუმცა თამარ სანიკიძე ამბობს, რომ მას ხარვეზები აქვს. სანიკიძე კანონის პროექტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები