03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
რიკოთის გვირაბში შეზღუდვები ამოქმედდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება. აკრძალვა 9 დან 12 დეკემბრის ჩათვლით, დღის განმავლობაში, დილის 08:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის იმოქმედებს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა რიკოთის უღელტეხილის გავლით განხორციელდება. ღამის საათებში კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში, გვირაბის გავლით იქნება შესაძლებელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები