03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
სოციალურად დაუცველები ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის დატოვებაზე უარს ამბობენ

ისანში მდებარე ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი სოციალურად დაუცველები შენობის დატოვებაზე უარს აცხადებენ. ასამდე ოჯახი ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს. მათი თქმით, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე ტერიტორიას არ დატოვებენ.

რაც შეეხება დევნილებს, მათი გასახლება უკვე დაწყებულია. სამინისტროში ამბობენ, რომ ჰოსპიტლის შენობიდან 19 დევნილი ოჯახი ნებაყოფლობით უკვე გასახლებულია. უწყების თქმით, თითოეულ ოჯახთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მათი ქირის საფასურს სამინისტრო დაფარავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები