03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
"ქალთა ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში უმნიშვნელოვანესია," - მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქალთა ჩართვის გაზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი სამოქალაქო აქტიურობა იქნება ერთ-ერთი იმ პასუხთაგანი, რომელიც საზოგადოებამ უნდა გასცეს ბოლო პერიოდში ე.წ. სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიერ ძალადობის აღმოსაფხვრელად დასმულ კითხვებს.

გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე კონფერენციას ესწრებოდა. კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ თემაზე „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“.

პრეზიდენტმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა დემოკრატიული წინსვლის პროცესში ქალთა მონაწილეობის აუცილებლობასა და ეფექტურობას, თუმცა ასევე ვრცლად ილაპარაკა იმ შემაშფოთებელ რეალობაზე, რაც მიმდინარე წელს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების სიმრავლემ გამოიწვია.

„არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთვის, ყველასთვის გახდა ნათელი წელს - ეს არის ძალადობა, რომელიც შოკივით დადგა ჩვენი საზოგადოების წინაშე, რა კალეიდოსკოპური ვითარება და ტრაგედიებიც განვითარდა. მთელი საზოგადოება ფიქრობდა პასუხზე, არ მხოლოდ მიზეზებზე, არამედ პრობლემის გადაჭრის გზებზე - რატომ აღმოვჩნდით ის საზოგადოება, რომელიც ასე ძალადობს ფიზიკურად სუსტი სქესის წარმომადგენლებზე? ერთ-ერთი პასუხი არის სწორედ პოლიტიკური მონაწილეობის გზით ამ პრობლემის მოგვარება. თუ გავზრდით ქალთა მონაწილეობას და ჩართვას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმედია, რომ დიდი ნაბიჯები გადაიდგმება წინ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები