03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
ბაბუშერის აეროპორტში გარდაცვლილებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბაბუშერის აეროპორტში დაღუპული ქართველების სამოქალაქო პანაშვიდს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება.

შეგახსენებთ, ბაბუშერის აეროპორტში აფეთქება 21 წლის წინ, 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. ბაბუშერის სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე მოხდა. იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ი და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.

ამოცნობილი 4 გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები არიან: ზურან და თეიმურაზ ზალდასტანიშვილები და ვასილ და ნიკოლოზ წიკლაურები. სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ ოთხივე მათგანს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

დღის ამბები