03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
მოქალაქეთა აზრით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი უნდა გამკაცრდეს - NDI

ოჯახში  ძალადობის  წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას NDI-ს კვლევაში მონაწილე მოქალაქეების 85 პროცენტი მოითხოვს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ პრობლემის მოგვარების ყველაზე სწორი გზა სწორედ კანონმდებლობის გამკაცრებაა.

აღნიშნულ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს 8 პროცენტი, ხოლო სრულად არ ეთანხმება 1 პროცენტი.

კვლევაში მონაწილე მოქალაქეების 77 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალებს დასაქმებისთვის მეტი შესაძლებლობა უნდა შეუქმნან, ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ემხრობა ასევე 1 პროცენტი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები