03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
ქალების უმრავლესობის აზრით, პოლიტიკა მათი საქმე არ არის

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულ ქალთა უმრავლესობა პოლიტიკაში თავს ვერ ხედავს.

კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი თქვენი პოლიტიკაში ჩართვა, გამოკითხულ ქალთა 63 პროცენტი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ არის მოსალოდნელი. პოლიტიკაში წასვლას არ ელოდება, არც გამოკითხულთა 27 პროცენტი. თუმცა მათი პასუხები არ იყო კატეგორიული.

პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს ქალთა 8 პროცენტი. ქალების მხოლოდ 1 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში წასვლა მოსალოდნელია.

ამავე კვლევის მიხედვით, პოლიტიკაში თავს გამოკითხულ მამაკაცთა 55 პროცენტი არ ხედავს, 31 პროცენტი კი ფიქრობს, რომ გამორიცხული არ არის. გამოკითხულ მამაკაცთა 11 პროცენტის აზრით, მოსალოდნელია პოლიტიკაში იყვნენ. გამოკითხულ მამაკაცთა 1-მა პროცენტმა ზუსტად იცის, რომ პოლიტიკაში წავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები