03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
მუხაძის 17 ნომერში მცხოვრები 40 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

მუხაძის 17 ნომერში მცხოვრები 40 სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათ წლებია არ აქვთ წყალი და ბუნებრივი აირი.

საცხოვრებელი პირობები კი იმდენად მძიმეა, რომ სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდა. ბავშვები სოციალური მდგომარეობის გამო სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ.

გაჭირვებული მოსახლეობა ზამთრისთვის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ითხოვს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაყინვა ემუქრებათ.

დღის ამბები