03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
ბათუმი-სოჭი-სტამბოლი-ბათუმი - ახალი საახალწლო კრუიზი

ბათუმი-სოჭი-სტამბოლი-ბათუმი - ამ მარშრუტით 24 დეკემბრიდან ბათუმის პორტიდან საახალწლო საკრუიზო ტურები შედგება. 5-დღიან ტურს მოგზაურებს საკრუიზო კომპანია “პარადაის კრუიზი” სთავაზობს.

ლაინერი „იზაბელა - 1” ბათუმის პორტიდან ყოველ მეექვსე დღეს, 18 იანვრამდე გავა. გემი ათას მგზავრს იტევს. ხუთდღიანი მოგზაურობის ღირებულება, კვების გარეშე, ერთ კაცზე 216 დოლარია. ხომალდზე კაზინო, კაფე-ბარები, საკონცერტო დარბაზები და მაღაზიებია. წარმოდგენელი იქნება საახალწლო შოუ-პროგრამები.

18 იანვრის შემდეგ რეგულარული საკრუიზო მიმოსვლა სოჭი-სტამბოლის მიმართულებით მარტიდან განახლდება.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს პირველი საკრუიზო მოგზაურობა იქნება. “პარადაის კრუიზის” ექსკლუზიური წარმომადგენელი აჭარაში ტურისტული კომპანია „ჯემინიაა.”

კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს გემზე ოფიციალური მიღება გამართეს. პრეზენტაციას მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრათა კაბინეტის, უმაღლესი საბჭოსა და თვითმმართველობის, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. 

დღის ამბები