03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
“საჯარო ფინანსების აღრიცხვის გაუმჯობესება არავის ავტონომიას არ არღვევს,” - ნოდარ ხადური

“საჯარო ფინანსების აღრიცხვის გაუმჯობესება არავის ავტონომიას არ არღვევს და არც დაარღვევს,”- ასე ეხმაურება უმაღლესი სასწავლებლების პროტესტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

მისი თქმით, არც ერთი უმაღლესი სასწავლებლის ავტონომიას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მათ ფინანსური დამოუკიდებლობა შეუნარჩუნდებათ, უბრალოდ, აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ხდება ყველა საჯარო ფინანსის კონსოლიდაცია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა, უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლები და გადასახადები სახელმწიფო ხაზინის სისტემაში უნდა შევიდეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები