03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
მთავრობის ინიციატივით, ყველა ახალი სკოლა ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის

ახალი სტანდარტები საჯარო სკოლებისთვის. მთავრობის ინიციატივით, ყველა ახალი სკოლა ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ლიფტი, პანდუსები და სპეციალური სველი წერტილები - ეს მთავარი მოთხოვნებია.

ერთ-ერთი ასეთი სკოლა დღეს მუხრანში გაიხსნა. მე-2 საჯარო სკოლაში 250 ბავშვი სწავლობს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 7 მოზარდია.

ახალი სტანდარტით, თბილისსა და რეგიონებში სულ 9 ახალი სკოლა აშენდა. მომავალი სასწავლო სემესტრიდან დასრულდება კიდევ 9 სკოლის ადაპტირება.

დღის ამბები