03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ინდმეწარმე „ქობალიას ძეხვეულის“ საწარმოში სანიტარული ნორმები არ არსებობს

"კურიერი" ერთ-ერთი ინდმეწარმე „ქობალიას ძეხვეულის“ საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც კვირაში ტონამდე ხორცის პროდუქტებს უშვებს. სანიტარული, ხორცის მომზადებისა და შენახვის პირობები საწარმოში უბრალოდ არ არსებობს.

ინდმეწარმე "ქობალიას ძეხვეულის" საწარმოში პროდუქტი პოლიეთილენის პარკით იატაკზეა დალაგებული. აკინძულ სოსისებს აწვიმს. საწარმოში ჩიტებიც ბინადრობენ.

საწარმოში, სადაც ძეხვეულს კუსტარულად ამზადებენ, სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ იმ ოთახსაც მიაგნო, სადაც ძეხვეულისთვის შეფერილობის და არომატის მისაცემად განკუთვნილი კვებითი დანამატები ინახებოდა.

სურსათის უვნებლობის სამსახური ქარხანაში არსებლი პროდუქტის განადგურების შემდეგ მონიტორინგს რეგიონებშიც განახორციელებს, რათა დროულად მოხდეს ჯანმრთელობისათვის საშიში ძეხვის და სოსისის რეალიზაციიდან ამოღება.

დღის ამბები