03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
დაუბეგრავი მინიმუმით მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა ვეღარ ისარგებლებს

ცვლილება, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო, 2 წლის შემდეგ უქმდება. მომავალი წლიდან შემოსავლები ისევ დაიბეგრება.

ცვლილებების პროექტი პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს მიიტანა. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ "საგადასახადო კოდექსში" შესული ამ ცვლილებით გამოთავისუფლებულ თანხებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად გამოიყენებს.

კონკრეტულად რომელ სოციალურ პროგრამებს მოხმარდება დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებით დაზოგილი თანხა, ჯერ უცნობია. ფინანსთა სამინისტროს გაწერილი გეგმა ჯერ არა აქვს.

ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმცირესობა. ოპოზიციაში თვლიან, რომ საბიუჯეტო კრიზისის პირობებში მთავრობა თანხების მობილიზებას ცდილობს.

დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებით დაბალშემოსავლიანი ოჯახები ვეღარ ისარგებლებენ. ასევე ძალაში რჩება საშემოსავლო გადასახადები, რომლის გაუქმებაზე მთავრობამ დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების საბაბით თქვა უარი. ამის გამო კი დღეს მთავრობას ექსპერტებიც აკრიტიკებენ და მას ორი წლის წინანდელ გადაწყვეტილებას ახსენებენ. მაშინ გადასახადების შემცირებაზე ხელისუფლებამ უარი სწორედ დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით გაამართლა. ამ შეღავათით მცირეშემოსავლიანმა მოსახლეობამ კი მხოლოდ 2 წელი ისარგებლა.

ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან, თუ მისი დამტკიცება ახალ წლამდე ვერ მოესწრო, მთავრობას დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება მომავალ წელსაც მოუწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები