03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კანონში მორიგი ცვლილებები იგეგმება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონში შესაძლოა მორიგი ცვლილებები შევიდეს, რომელიც 2015 წლის იანვრიდან იგეგმება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონში არსებული ხარვეზები გამოსწორდება და სავიზო რეჟიმი გამარტივდება. პრემიერის განცხადებით, საკანომდებლო ორგანოს უკვე გაეგზავნა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც თვის ბოლომდე დამტკიცდება.

ღარიბაშვილის განამრტებით, გარკვეული პუნქტების გამარტივება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას პრობლემას არ შეუქმნის.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, რის შემდეგაც ქვეყანამ სავიზო რეჟიმი გაამკაცრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები