03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ეუთოს ანგარიში სასამართლოსა და პროკურატურაზე ზეწოლაზე მიუთითებს

დარღვევები სასამართლო პროცესებში და შესაძლო ზეწოლა მოსამართლეებზე - ამ მოვლენებზეა ლაპარაკი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს ანგარიშში საქართველოს შესახებ. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 14 საქმეზე, რომლებიც ეხება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას და სხვებს.

"ოფიციალური პირების კომენტარები სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით მიანიშნებდა სისხლის სამართლებრივ დევნაზე მათი კონტროლის ან გავლენის არსებობაზე, რაც პოტენციურად ზემოქმედებას ახდენდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე პროკურატურის მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალურობის შესახებ. საზოგადოებაში არსებული ეჭვები, მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით არ უწყობდა ხელს საზოგადოებრივი ნდობის გამყარებას სისხლის სამართლის სისტემისადმი და არ იძლეოდა მისი პოლიტიკური ნეიტრალურობის გარანტიას."

ODHIR-ის ანგარიშში მითითებულ კრიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი ოთარ კახიძე, რომელიც რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერესებს იცავს. 

მოყვანილია ირაკლი ღარიბაშვილის, მანანა კობახიძის და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მაგალითები, რომელიც უხეშად ლახავდა უდანაშაულობის პრეზუმფციას, მეორე პრობლემა, რომელიც არის წარმოჩენილი ანგარიშში ეს არის ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან იმგვარი განცხადებების გაკეთებას, რაც ტოვებს აღქმას რომ ისინი აკონტროლებენ პროკურატურას და რომ პროკურატურა და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მიუკერძოებელმა მონიტორებმა აღნიშნეს, რომ პატიმრობის გადაწყვეტილებები და უშუალოდ განაჩენები არის დაუსაბუთებელი," - აცხადებს კახიძე.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნული ფაქტების საპასუხოდ სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოს მთავრობამ. მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODHIR) ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმეების მსვლელობის დაკვირვების თხოვნით თავად მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები