03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
"პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება ხშირად არაეფექტურია," - საია

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გასული წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული ვითარება შეაფასა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ცალკეული მიმართულებით ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ რჩება კონკრეტული გამოწვევები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, პრობლემებია ქალებისა და უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით. მონიტორინგში ასევე საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მდგომარეობის შესახებ.

საიას განცხადებით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ხშირად არაეფექტურია. არ არის გამოძიებული სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევები და გადაცდომები. ანგარიშში ადამიანების შრომითი უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზეც არის ლაპარაკი.

საიას აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამცველების მხრიდან უნდა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი და მისი თქმით, ეს თავად სახელმწიფომაც აღიარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები