03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
კერძო ხასიათის ქონებრივ დავებზე კანონში ცვლილებები შევა

კერძო ხასიათის ქონებრივ დავებზე კანონში ცვლილებები შევა. ახალი წესების ინიციატორი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.

მისი თქმით, უქმდება აკრძალვა, რომ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებზე ბიზნესმენები და სხვა პირები აქამდე მხოლოდ მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებებს მიმართავდნენ.

„ამ ცვლილებით, როდესაც ის იქცევა კანონად, Ad Hoc [სპეციალური] საარბიტრაჟო პროცედურებიც იქნება შესაძლებელი და მხარეები ავტონომიურობის პრინციპის დაცვით თვითონ აირჩევენ, ვინ იქნება მათი დავის განმხილველი არბიტრი,” - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღის ამბები