03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
"არა ძალადობას!" - აქცია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში

”არა ძალადობას!” - ამ სახელწოდების აქციით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მეტროსადგურ ”რუსთაველამდე.”

სტუდენტები მოსახლეობას ხვდებოდნენ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ და ასევე ამ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ. ამ სახელწოდების აქცია-მსვლელობა საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში გაიმართა.

დღეს რამდენიმე ქალაქში ჩატარდა ანალოგიური აქცია, სადაც აქციის მონაწილეები ადგილობრივებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებდნენ და აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

დღის ამბები