03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
საკრებულოში "გაერთიანებული დემოკრატები" საცობების წინააღმდეგ სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვენ

დედაქალაქში ბოლო პერიოდში არსებული პრობლემური სატრანსპორტო მოძრაობა საკრებულოში "გაერთიანებული დემოკრატების" ფრაქციის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა იყო.

სხდომაზე ფრაქციის წევრებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მერიის სტრატეგია გააცნო.

„გაერთიანებული დემოკრატებმა” პაატა ჯაჭვლიანს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნა ურჩიეს, რომელიც თბილისის ინფრასტრუქტურის გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი კი გახშირებულ საცობებს დედაქალაქის 42 ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები