03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
8 წელი სავარძელში

27 წლის ქალი ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ თამუნა შავაძეს 3 თხოვნიდან მხოლოდ ერთი და ისიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სავარძელს მიჯაჭვულ ქალს ოპერაციას ჩაუტარებენ, თუმცა რეაბილიტაციის კურს ვერ გაივლის.

საავადმყოფო, სადაც თამუნა შავაძეს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, მისი დაფინანსების შესახებ ინფორმირებული ამ დრომდე არ არის.

გოგონას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, შემდგომი რეაბილიტაცია და ელექტრო სავარძელი საერთო ჯამში 6000 ლარამდე ჯდება. თუმცა კომისიის დაგვიანებული გდაწყვეტილების შესაბამისად, 27 წლის თამუნა შავაძისთვის მხოლოდ 1700 ლარია გამოყოფილი.

გოგონას უბედური შემთხვევის გამო ხერხემალი და ცენტრალური ნერვული სისტემა 2006 წელს დაუზიანდა.

დღის ამბები