03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
პროტესტის მეორე დღე - „აირზენა“ გაფიცვას განაგრძობს.

ავიაკომპანია "აირზენა" გაფიცვას განაგრძობს. "ჯორჯიან ერვეისის" ხელმძღვანელობა, პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკოსები რეისების შესრულებაზე კვლავ უარს აცხადებენ. „აირზენაში“ ამბობენ, რომ კომპრომისი არ იქნება და ეკონომიკის სამინისტროსგან მათ მიერ წარდგენილი რვავე პუნქტის შესრულებას მოითხოვენ.

კომპანიის წარმომადგენლები დღეს თბილისის აეროპორტში შეიკრიბებიან, საიდანაც საპროტესტო აქცია უკვე ეკონომიკის სამინისტროსთან გადაინაცვლებს. კომპანიის ხელმძღვანელობასა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის მოლპარაკებები გუშინ გაიმართა. ხმაურიანი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ქართულ მხარეს რუსეთის მიმართულებით 10 რეისის, ხოლო საქართველოში მომუშავე რუსულ კომპანიებს 5-5 რეისის განხორციელების უფლება მიეცათ. "აირზენას" მოთოვნებზე დღის ბოლოს კომენტარი აღარ გაუკეთებიათ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ფრენების სიხშირესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსულ მხარესთან გააგრძელებს.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ის გაუაზრებელი გადაწყვეტილებები რაც გააკეთა ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ მისცეს რუსულ ავიაკომპანიებს განუსაზღვრელი რაოდენობით ფრენის შესრულების უფლება, ეს იყოს გაუქმებული. არც ერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ. ჩვენ იმედს ვიქონიებთ რომ მოვლენ გონზე და დროულად მიიღებენ ყველა იმ საჭირო გადაწყვეტილებას, თუ არადა მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას,  უვადო შიმშილობას,“ - აცხადებს ”აირზენას” უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი დავით მიკუჩაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები