03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
ფონიჭალაში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

დღეს დილით თბილისი-რუსთავის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ერთი სამარშრუტო ტაქსი და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მსუბუქად დაშავდა რამდენიმე მგზავრი. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მოძრაობა რუსთავის გზაზე ამ დრომდე შეზღუდულია. 

დღის ამბები