03 ოქტომბერი 2024,   13:06
ვრცლად
„თურქული აეროპორტი,” „რუსული ცა” - აირზენას აქცია აეროპორტში (ფოტო)

„ავიაციის სფერო მონოპოლიზებულია!“ -  ამ ლოზუნგით ამ წუთებში ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან. აქცია თავდაპირველად კომპანია „აირზენას“ თანამშრომლებმა დაიწყეს. თუმცა მოგვიანებით აქციას ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საავიაციო ბაზრის დემონოპოლიზაციაა. ავიაკომპანია „აირზენა“ მოუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს, შეცვალოს კანონმდებლობა და ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს თანაბარი პირობების შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „აირზენამ“ რუსეთის მიმართულებით ფრენა გუშინ გაურკვეველი ვადით შეწყვიტა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები