03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
434 ათასი ლარი - თბილისის მერია შსს-ს შენობის გასანათებლად ტენდერს აცხადებს

თბილისის მერია გულუას N10-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მხატვრული განათებისთვის ტენდერს აცხადებს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 434 ათასი ლარია. 

პროექტით გათვალისწინებულია შენობის მხატვრული განათება და ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მემორიალისა და ბაღის გარე განათება.

სატენდერო პირობების თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 90 დღეში უნდა დაასრულოს. განათებების საგარანტიო ვადა კი 2 წელი უნდა იყოს.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ 2  დღის ვადაში დაბალფასიანმა პრეტენდენტმა თბილისის მერიაში (კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური) წერილობით უნდა წარადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გარე განათების და არქიტექტურულ-მხატვრული მინათების სანათების ნიმუში.

ტენდერი 2014 წლის 26 ნოემბერს გამოცხადდა. მსურველებს დოკუმენტების წარდგენა 14 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში შეუძლიათ. 

დღის ამბები