03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
წითელას შემთხვევებმა იმატა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დროულად ჩაიტარონ გეგმური აცრები. სპეციალისტების ინფორმაციით, ინფექციური დაავადების გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია. მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად რეგისტრირდება შემთხვევები და 30 წლამდე მოსახლეობამ უნდა მიიღოს ვაქცინის დოზა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, 2013 წლიდან წითელათი დაავადების 11 ათასზე მეტი შემთხვევაა საქართველოში დარეგისტრირებული, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ცენტრის გადამდებ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის თქმით, წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება პირადი ჰიგიენის დაცვა და აცრის გაკეთებაა.

დღის ამბები