03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
თავდასხმა ზუგდიდში - მძარცველებმა ორი კილო ოქრო გაიტაცეს

ძარცვა ზუგდიდში. შეიარაღებული პირები, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ქალბატონს თავს დაესხნენ. ბოროტმოქმედმა ორი კილო ოქრო გაიტაცეს. როგორც დაზარალებული „კურიერის“ კორესპონდენტთან  ყვება თავდამსხმელებს იარაღი ქონდათ, ერთ-ერთს კი ნიღაბი ეკეთა. მისივე თქმით, მძარცველებმა მას იარაღი თავში ჩაარტყეს და ძვირფასეულობა წაართვეს. შემთხვევა შუადღის საათებში მოხდა.

დაზარალებული ოქროს ბირჟაზე მუშაობს და შემთხვევამდე ერთი საათი ადრე ოქროულობა ლომბარდიდან შეისყიდა. ერთ-ერთი ვერსიით ბოროტმოქმედებს მანქანით თანამზრახველი ელოდებოდათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, დაზარალებულს გვიანობამდე კითხავდნენ სამართალდამცველები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ფაქტზე სისიხლის სამართლის საქმე ძარცვის მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები