03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
2015 წლის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებენ

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს საკანონმდებლო ორგანო დღეს დაამტკიცებს. დეპუტატებს მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, ნოდარ ხადური წარუდგენს.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია, გადასახდელები კი, 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტები ჯანდაცვას, განათლებას და ინფრასტრუქტურას მიენიჭა.  ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10-ლარით - 160-ლარამდე გაზრდა, რის განხორციელებასაც მთავრობა 2015 წლის პირველი სექტემბრიდან აპირებს. 

დოკუმენტს მხარს არ უჭერს ნაციონალური მოძრაობა. მათი აზრით ის არ ასახავს ეკონომიკურ ზრდას. "თავისუფალი დემოკრატები" საბოლოო გადაწყვეტილებას ფრაქციის სხდომაზე მიიღებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები