03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
სამდღიანი პროტესტი დასრულდა - „აირზენა“ მოსკოვის მიმართულებით რეისებს დღეიდან აღადგენს

ავიკომპანია „აირზენა“ რუსეთის მიმართულებით დღეიდან რეისებს აღადგენს. თბილისი-მოსკოვის რეისი საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 09:15 - ზე შესრულდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას 3 დღიან ვადას აძლევენ.

„ჯორჯიან ეარვეისის“ თანამშრომლები ტაიმ-აუტს იღებენ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა პროტესტის უკიდურესი ფორმა ისევ ძალაში შევა.

კომპანიის ხელმძღვანელობა ხელისუფლებისა და ეკონომიკის სამინისტროსგან მათ მიერ წარდგენილი რვავე პუნქტის შესრულებას მოითხოვენ, რომელთაგან ამ დრომდე მხოლო ერთის შესრულება მოხდა. გადაწყდა, რომ ქართულ მხარეს რუსეთის მიმართულებით 10 რეისის, ხოლო საქართველოში მომუშავე რუსულ კომპანიებს 5-5 რეისის განხორციელების უფლება მიეცათ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები