03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
"აღასრულეთ სამართლიანობა, გამოასახლეთ შეჭრილები!" - მეტრომშენის თანამშრომლების აქცია

თბილისში ზღვის უბნის დასახლებაში არსებული კორპუსები, რომელიც მეტრომშენის საკუთრებაშია, სოციალურად დაუცველებს აქვთ დაკავებული. საცხოვრებელი ფართის კანონიერი მფლობელები საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას სამართლიანობის აღგენას სთხოვენ.

მეტრომშენის თანამშრომლებმა დღეს საპროტესტო აქცია დიღომში, პოლიციის სამმართველოსთანაც გამართეს და პოლიციას კანონის აღსრულება მოსთხოვეს. მეტრომშენის თანამშრომლები მათი კუთვნილი ფართობიდან სოციალურად დაუცველების გამოსახლებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ სასამართლო ერთი წლის წინ მოიგეს და დღემდე აღსრულება არ ხდება.  

სოციალურად დაუცველები სახლების დატოვებას არ აპირებენ და თვითმკვლელობით იმუქრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები