03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
კანცელარიისა და შსს-ს შენობების გარეგანათება ბიუჯეტს მილიონი დაუჯდება

2 შენობის განათების გასაახლებლად გამოყოფილია თითქმის მილიონი ლარი.

თბილისის მერია ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს განათების რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს. რაც შეეხება მთავრობის კანცელარიას, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობის განათების უფლება პირდაპირი შესყიდვით კომპანია „სინათლის ქალაქმა“ მიიღო და სამუშაოები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყება.

მთავრობის კანცელარიის გარე განათების სიტემის შეცვლა ქვეყნის ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდება. თუმცა, მთავრობის კანცელარიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ ამ თანხის გახარჯვასა და განათების სისტემის შეცვლაზე უარი თქვა.

სამუშაოების დაწყებას არ ადასტურებს შ.პ.ს. „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობაც. მათი განცხადებით, კონტრაქტი თბილისის მერიასა და მათ შორის ამ ეტაპზე გაფორმებული არ არის.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ის დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, რომლითაც მერია საკრებულოს განათების სისტემის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონამდე ლარს სთხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინიტროს შენობაზე, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს განათების სისტემის შეცვლა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მასზე ბიუჯეტიდან 434 ათასი ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები