03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
დაკარგული ძროხები და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ათეულობით ოჯახი

დაკარგული ძროხები და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ათეულობით ოჯახი. სენაკის რაიონის სოფელ ეკის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო წელიწადნახევარში სოფლიდან 120–ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება იყო გასულ წელს, როდესაც სოფელში ათეულობით ოჯახი შემოსავალის გარეშე დარჩა.

სოფლის მაცხოვრებლები პოლიციის ქმედებებით უკმაყოფილოები არიან. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ძროხის ქურდებს მმართველები პოლიციაში ჰყავთ.

დღის ამბები