03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
სახიფათო ტერიტორია, სადაც უკვე ერთი წელია, გამნაღმველები მუშაობენ

სახიფათო ტერიტორია, სადაც უკვე ერთი წელია, გამნაღმველები მუშაობენ. ამ დროის განმავლობაში ყოფილი სამხედრო პოლიგონიდან ჰელოტრანსის სპეციალისტებმა 500–ზე მეტი ფეთქებადი მასალა ამოიღეს.

ტერიტორია დასახლებასთან ახლოს მდებარეობს და ხშირად ჭურვები ჯართის ჩამბარებელ პუნქტებშიც ხვდება.

საქართველოში 20-მდე დანაღმული ადგილია დარჩენილი, მათ შორის უმრავლესობა ყოფილი რუსული ბაზების ტერიტორიაა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესვლა დაუბრკოლებლად შეუძლია. იქ, სადაც სახიფათო ზონა იწყება, ამის გამაფრთხილებელი ნიშანიც კი აქ არსად ჩანს. ტერიტორია უკონტროლოდ არის დარჩენილი.

დღის ამბები