03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მომავალ კვირამდე მოიხსნა

რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მოიხსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში გვირაბში მოძრაობა აკრძალული პროფილაქტიკური სამუშაოების გამო იყო. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა შემოვლით გზაზე ხორციელდებოდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე, ამბობს, შეზღუდვები მომავალ კვირასაც არის მოსალოდნელი. 

"ამჟამად სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა განახლებულია. თუმცა, მომდევნო კვირას შესაძლებელია, კვლავ მოხდეს მოძრაობის შეფერხება ამ მიმართულებით დამატებითი სამუშაოების წარმოების მიზნით," - აცხადებს ვაჟა ფანჩულიძე.

დღის ამბები