03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გუშინ მოუხსნეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ სპეციალურმა კომისიამ საყდრისის საბადოზე წიაღისეულის მოპოვების სამუშაოებზე ნებართვა გუშინ გასცა.  

სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს, "რუსთავი2"-ის კორესპონდენტი ტელეფონით ესაუბრა. ინტერვიუში სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიას კომისიამ მოუხსნა კულტურული ძეგლის სტატუსი, რაც გახდა საბადოზე სამუშაოების განახლების საფუძველი.

ანთიძე ირწმუნება, რომ ყველა პროცედურა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა. მისივე თქმით, დაგეგმილია ახალი მუზეუმის აშენება.

„საკითხი გუშინ გავიდა კომისიაზე. კომისიამ ხმათა უმრავლესოიბით მიზანშეუწონლად ჩათვალა ამ ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის აღდგენა. განხორციელდა ყველა ის ღონისძიება, რასაც ითვალისწინებს კულტურული  მემკვიდრეობის შესახებ კანონი და ზოგადად, საქართველოს კანონდებლობა და გაიცა ნებართვა არქეოლოგიური ობიექტის დაშლის. კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებით არ ხდება ეს ყველაფერი. აქ ახალი მუზეუმი აშენდება,“ - განუცხადა ანთიძემ "რუსთავი2"-ს.

ამავე თემაზე
დღის ამბები