03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
საპროტესტო აქცია ბათუმში - უკანონოდ შესახლებულები შესაძლო გამოსახლებას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში ყოფილი 53-ე და 25-ე სამხედრო ბატალიონების ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულმა ოჯახებმა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის მიერ ახალი კომისიის შექმნასა და ვითარების ხელახალ შესწავლას ითხოვენ. მათი უკმაყოფილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სატელევიზიო განცხადებამ გამოიწვია. არჩილ ხაბაძის თქმით, უკანონოდ შესახლებული 2500 ოჯახიდან დახმარება მხოლოდ 60-მდე ოჯახს ეკუთვნის, დანარჩენებს კი გამოსახლება მოუწევთ.

„აქ 2012 წლიდან ცხოვრობს 1500-ზე მეტი ოჯახი, რომლის კატეგორიაც არის ეკომიგრანტები, დამეწყრილები, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანები, სოციალურ ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები. ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ პირველ ყოვლისა ხალხს მიაქციოს ყურადღება და დაუკანონოს ეს ტერიტორიები,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე. მისი განცხადებით, საჭიროა, შეიქმნას ახალი კომისია, რომელიც დაადგენს რეალურ სურათს, თუ ამ ოჯახებიდან ვის ერგება სახელმწიფოს მიერ დახმარება, მანმდე კი გამოსახლების პროცესი უნდა შეჩერდეს.

დღის ამბები