03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლების წევრებს თავდასხმაში ადანაშაულებს

ზუგდიდის "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" თანამშრომელი ადგილობრივი საკრებულოს წევრებსა და "ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენლებს თავდასხმაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, შემთხვევა წუხელ გამგეობის შენობის წინ მოხდა. ზურაბ სოსელია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გვიან ღამემდე დაკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ექსპერტიზისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ სოსელიამ აღნიშნა, რომ მასზე თავდამსხმელები ზუგდიდის რაიონული საკრებულოსა და გამგეობაში მომუშავე "ხელისუფლების მიერ წახალისებული კრიმინალები იყვნენ."

  

ამავე თემაზე
დღის ამბები