03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები ქართულ სასწავლებლებში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები ქართულ სასწავლებლებში ხელმისაწვდომი ხდება. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დღეს პროექტის დეტალები გააცნეს.

შეხვედრა განათლების მინისტრმა, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს" დირექტორმა და სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს დეკანმა გამართეს.

პროექტის "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია და ის მიზნად საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკურ სფეროს სპეციალისტების მომზადებას ისახავს.

„ყველა სტუდენტს, ყველა აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ბოლომდე გაეცნოს და ნამდვილად ისარგებლოს აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით, რომელსაც სახელმწიფოც აფინანსებს, ნაწილობრივ, აფინანსებს მილენიუმის კორპორაცია, მზადება უკვე მიმდინარეობს როგორც ლაბორატორიული აღჭურვილობის ისე კადრების გადამზადების უშულოდ სან დიეგოს უნივერსიტეტში, იმისათვის, რომ უკვე 2015-2016 წელს ჩვენ აქ მივიღოთ პირველი სტუდენტები.

ამავე თემაზე
დღის ამბები