03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
საყდრისის გადარჩენის კომიტეტი სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს

ხმაური იყო დღეს საყდრისის საბადოზე. "საყდრისის გადარჩენის კომიტეტი" სამუშაოების დაწყებას აპროტესტებდა. მათი განცხადებით საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე აფეთქებები მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები შეეცადნენ, ხელი შეეშალათ სამუშაოების დაწყებისთვის და მათ პროტესტს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. "საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" წევრები ამბობენ, რომ კომპანია „არემჯი“ სასამართლოში საქმეს აგებდა, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე განაახლეს სამუშაოები.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ კულტურის მინისტრი გააკრიტიკა და თქვა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

„კულტურის მინისტრი კიტოვანის სიძეა. კიტოვანმა დაანგრია თბილისი და მისი სიძე მინისტრი ანგრევს საყდრისს,“ - ამბობს ირაკლი მამალაძე. 

საყდრისის მცველი, ირაკლი ლომიძე, კი „კურიერთან“ ჰყვება, თუ როგორ მოტყუებით გაიყვანეს ის ტერიტორიიდან გამთენიისას.

„მითხრეს, რომ გვერდითა მთის აღებას აპირებდნენ. პირველი აფეთქება მოხდა პირველის ნახევარზე, საათნახევარში მიჰყვა მეორე აფეთქება, შემდეგ მოიყვანეს ბულდოზერები და ანგრევენ კულტურულ ფენას.“

ოქროს მოპოვების განახლების შესახებ განცხადება „არემჯი-გოლდმა“ დღეს გაავრცელა. კომპანიის განმარტებით, დარჩენილ მონაკვეთზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელია ობიექტის ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები