03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
საყდრისთან ერთმანეთს მოსახლეობა დაუპირისპირდა

საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დილიდან მუშაობაა განახლებული, ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

დაპირისპირება ისტორიული საყდრისის დამცველებსა და აქ მაღაროს ამუშავების მომხრეებს შორის მოხდა.  

ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი დღეს დილიდან საბადოზე კომპანია  "არემჯის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოების განახლებას აპროტესტებდა და აქციას  საყდრისის მცველებთან და "საყდრისის გადარჩენის კომიტეტთან" ერთად მართავდა. მოსახლეობის მეორე ნაწილი კი საბადოზე სამუშაოების განახლების ითხოვს, რადგან ამბობენ, რომ მადნის მოპოვების შეჩერების შემთხვევაში მათ კვლავ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ. 

სიტყვიერი შელაპარაკების განსამუხტად ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირობითი კორდონი გააკეთეს.

საყდრისი-ყაჩაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობასთან ერთად ამ დრომდე რჩებიან ,,საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" წევრები და საყდრისის დამცველები, რომლებიც საბადოზე მადნის მოპოვების განახლებას აპროტესტებენ და სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "არემჯიმ" დღეს საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. ამის ნებართვა კი კომპანიას კულტურის სამინისტრომ გუშინ მისცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები