03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
დაპირისპირება საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მთელი დღე გაგრძელდა

დაპირისპირება საყდრისი ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილზე "საყდრისის დაცვის კომიტეტის" წევრები და საყდრისის მცველები სამუშაოების განახლებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე შესვლა რამდენჯერმე სცადეს. თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები იმ დადგენილების გაცნობასაც ითხოვენ, რომლის საფუძველზეც კომპანია ”არემჯის" სამუშაოები განაახლა. მათი განცხადებით, სამუშაოების დაწყებას წინ აფეთქებები უძღოდა.

სამუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განმარტება დღეს ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც გაკეთდა, სადაც აცხადებენ, რომ შესაბამისმა კომისიამ საყდრისის თემაზე გუშინ იმსჯელა და სამუშაოების განახლების გადაწყვეტილებაც მიიღო.

საყდრისის, როგორც არქეოლოგიური ობიექტის ისტორია 2004 წლიდან იწყება, როდესაც ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ საბჭოთა გეოლოგების მიერ 80-იან წლებში გაყვანილ გვირაბებში ჩვ.წ.-მდე მე-4-ე ათასწლეულით დათარიღებულ კულტურულ ფენას მიაგნო და მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს შესახებ განაცხადა. ექსპედიციას გერმანელი არქეოლოგი თომას შტოლნერი ხელმძღვანელობდა. 10-წლიანი კვლევის შემდეგ არქეოლოგი დღეს ფიქრობს, რომ საყდრისის დაზიანება უსამართლობაა.

გერმანელი ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ კერძო კომპანია და მეცნიერები ისე უნდა შეთანხმდნენ, რომ უძველესი მაღაროს კვალი არ გაქრეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები