03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
საია კულტურის სამინისტროდან საყდრისში სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ორშაბათს გამოითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კულტურის სამინისტროდან საყდრისში სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ორშაბათს გამოითხოვს.

იურისტთა განმარტებით, გადაწყვეტილების მისაღებად პარასკევი დღე სპეციალურად შეირჩა, რადგან დასვენების დღეებში დოკუმენტის გამოთხოვა შეუძლებელია და ამ ორი დღის განმავლობაში შესაძლებელია იმ სამუშაოების მოსწრება, რომელთა შემდეგაც ძეგლის არსებობა უკვე ეჭქვეშ დადგება.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, სულხან სალაძე, ამბობს ორშაბათამდე შეიძლება ობიექტი საერთოდ აღარც არსებობდეს.

„ძალიან ცუდია, რომ ეს დოკუმენტი მიღებული იყო პარასკევს და ცნობილი გახდა შაბათს, ამ წუთამდე სამინისტროს არ უდევს ამბავი საიტზე, თუ რით იყო გამოწვეული ამ დოკუმენტების მიღება, უცნობია რა დოკუმენტები იყო ახალი, რა შესწავლილი სხვადსხვა ინფორმაციის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ორშაბათს ეს ობიექტი შეიძლება აღარც არსებობდეს,“ - აცხადებს სულხან სალაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები