03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ანდრო ბარნოვს საჯარო ლექციისთვის ბათუმი უნივერსიტეტში ფართი არ მისცეს

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარეს, ანდრო ბარნოვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

ბარნოვის თქმით, მისი მიმართვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა. იგი ასევე განმარტავს, რომ სტუდენტებს აფრთხილებენ, რომ ოფოციალური მოთხოვნა სასწავლებელში ფართის გამოყოფის შესახებ არ შეიტანონ, რადგან მისი უგულებელყოფის შემთხვევაში ადმინისტრაციას პრობლემები შეექმნება.

უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ ზეწოლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოთხოვნა  არ შესულა.

ანდრო ბარნოვმა სტუდენტებთან შეხვედრა საბოლოოდ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, სადაც ლექცია სახელწოდებით „რწმენა, განათლება და დემოკრატია“ ჩაატარა.

დღის ამბები