03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
საყდრისში ერთდროულად 2 აქცია იმართება

საყდრისში ჩასულ საბადოს გადარჩენის კომიტეტის წევრებს ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა, რომელბიც "არემჯი გოლდის" მიერ წარმოებული სამუშაოების შეჩერებას ეწინააღმდეგებიან.

მათი თქმით, კომპანიას ადგილზე 3 ათასამდე კაცი ჰყავს დასაქმებული, რომლებიც ბანკის ვალებს სწორედ ამ სამუშაოებით ისტუმრებენ და მათთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ადგილობრივების თქმით, სამუშაოების შეჩერება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

საბადოს გადარჩენის კომიტეტის წევრები კი აცხადებენ, რომ მათ პრეტენზია არა ადგილობრივ მოსახლეობასთან, არამედ სახელმწიფოსთან აქვთ.

მათ პროვოკაცია უწოდეს იმ ფაქტს, რომ საყდრისში ადგილობრივი მოსახლეობა დახვდათ.

საბადოს გადარჩენის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არქეოლოგების დაშვებას ითხოვს და აცხადებს, რომ თუ ნგრევა გაგრძელდება, ეს მხოლოდ სპეციალისტების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ამავე თემაზე
დღის ამბები