03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
არემჯი გოლდი საყდრისში მიმდინარე სამუშაოების კანონიერებას ასაბუთებს

არემჯი გოლდი საყდრისში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

კომპანიის სამართლებრივი მრჩეველი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ 2013 წლის 5 ივლისს გამოტანილ ბრძანებას საფუძვლად დაედო კომისიის დასკვნა, რომელიც მაშინდელმა მინისტრმა სპეციალურად შექმნა.

მისი თქმით  სწორედ ეს ფაქტორი დაიწუნა სასამართლომ და თქვა, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე უნდა მიეღო სამინისტროსთან არსებულ მუდმივმოქმედ საბჭოს.

„ეს ხარვეზი გამოსწორდა და გადაწყვეტილება მიღებულია სააგენტოსთან არსებული საბჭოს მიერ, რომელიც ასევე კომპეტენტური ორგანოა ამ საკითხის გადაწყვეტაში ისევე როგორც კულტურის მინისტრთან არსებული საბჭო“-განაცხადა კბილაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მან ჟურნალისტებთან წარადგინა 3 დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანია საკუთარი ქმედების კანონიერებას ასაბუთებს, ესენია:

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე;

კულტურის მინისტრის ბრძანება საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე და მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომელიც ბათილად ცნობს ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილებას საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე.

არჩილ კბილაშვილმა ასევე წარმოადგინა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის წერილი, რომელიც კომისიას სამუშაოების წარმოებაზე ნებართვას აძლევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები