03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
საყდრისში მიმდინარე სამუშაოებს საპატრიარქომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი უწოდა

საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. საყდრისის სამუშაოების განახლებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედებად აფასებს.

"როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც ეს სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს," - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო ეხმიანება „არემჯი გოლდის“ არგუმენტს, რომ ოქროს მოპოვების განახლება ქვეყნისთვის სოციალური აფეთქების თავიდან არიდების ერთადერთი საშუალება იყო. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანიას ადგილობრივების დასაქმების ალტერნატიული გზები უნდა მოეძებნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები