03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
გაქცევა ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონიდან

15 წლის მოზარდი, ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონიდან გამოქცევის ფაქტს პოსტსკრიპტუმთან ყვება. გოგონამ ეს გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, პანსიონის ძიძასთან ხანგრძლივი, და საკმაოდ ხმამაღალი კამათის შემდეგ მიიღო. ინცინდენტის დამადასტურებელი 26 წუთიანი აუდიო ჩანაწერი, გაზეთ "ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ მოიპოვა.

ძიძა, აღსაზრდელთან კამათს არ უარყოფს, თუმცა კონფლიქტის წამოწყების მიზეზად ის გოგონას ასაკსა და მოზარდის პირად ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ მომხდარ ცვლილებებს ასახელებს.

ძიძის დანაშაულს ვერც გიმნაზია-პანსიონის სასწავლო ნაწილის გამგე ხედავს.

ამ საქმეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უკვე სწავლობს, გოგონა მოინახულეს სოციალურმა აგენტებმაც შესაბამისად როგორ გადაწყდება მოზარდის ბედი სწორედ მათ მიერ გამოტანილ დასკვნებზე იქნება დამოკიდებული.

დღის ამბები