03 ოქტომბერი 2024,   13:06
ვრცლად
სარგებლობენ, თუ - არა, განათლების მინისტრის ოჯახის წევრები სახელმწიფო ქონებით?

დაახლოებით ორი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა, რომ განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის მამა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვების ტენდერებში იმარჯვებდა.

როგორც პოსტსკრიპტუმა გაარკვია, განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის მამა რელგიზ სანიკიძე 46 პროცენტს ფლობს  შპს “ეკონომში”. ხოლო მინისტრის ძმას, ლევან სანიკიძეს ამავე კომპანიაში 24 პროცენტი ეკუთვნის.

მონაცემთა ბაზებში პირველი წარმატებული ტენდერი 2012 წლის სექტემბერში ფიქსირდება. საერთო ჯამში, 27 ტენდერიდან ”შპს ეკონომმა”  8 ტენდერი მოიგო. აქედან 7 ტენდერი  შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე უწყებებში.

გიორგი მარგველაშვილმა თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტზე შემცვლელად 2013 წლის 16 ივლისს წარადგინა, თუ მანამდე სანიკიძის ოჯახის წევრების კომპანიის მიერ მოგებული  ტენდერების ფასი 10 ათასიდან და 20 ათას ლარამდე მერყეობდა, მისი გამინისტრებიდან 15 დღეში მოგებული თანხა მიახლოებით  ათჯერ გაიზარდა და ამ დროს ფიქსირდება ეკონომის მიერ მოგებული ყველაზე დიდი, დაახლოებით 260 ათას ლარიანი  ტენდერი სასაზღვრო პოლიციაში. „ეკონომი“ ამ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები