03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
„რადგან მაღაროს გადარჩენა შეუძლებელი იყო, გადაწყდა ახალი მუზეუმის აშენება“ - ნიკოლოზ ანთიძე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ „პოსტსკრიპტუმთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საყდრისის მაღაროს გადარჩენა შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ ეროვნულ სააგენტოში შექმნილმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოეხსნა.

მისი თქმით, გეოლოგებმა შეაფასეს ობიექტი და თქვეს, რომ იქ არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელება არის ძალიან საშიში ადამიანებისთვის.

„საქართველოს ეროვნული მუზეუმი აქტიურად ჩაერთო მოლაპარაკებების საკითხში და მოლაპარაკება მიმდინარეობდა, როგორც კომპანიასთან, ასევე ეროვნულ მუზეუმთან. მედიატორი ვიყვით ჩვენ. ვფიქრობდით, გაგვეგრძელებინმა არქეოლოგიური სამუშაოები, ანუ საბოლოო დასკვნითი ფაზა განხორციელებულიყო, რისი დაფინანსების ვალდებულებასაც იღებდა კომპანია“, - განაცხადა ანთიძემ.

ანთიძის თქმით, ეს პოზიცია გაიზიარა, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებულმა სამეცნიერო საბჭომაც. რის საპასუხოდაც ეროვნულმა მუზეუმმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოხდეს ბოლნისის რაიონში  ახალი სამუზეუმო სივრცის კონცეფციის მომზადება.

„იყო მსჯელობა იმაზეც, რომ ახალი მუზეუმის მშენებლობის პროცესში იმ გულანთებული ადამიანების ქმედება, რომლებიც იბრძოდნენ საყდრისის გადასარჩენად, უკვალოდ არ ჩაივლის და მათი როლიც და თავდადება იმ მუზეუმში იქნება ასახული“, - დასძინა ანთიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები