03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
„გვქონდა შანსი ბოლნისი კულტურულ და ტურისტულ რუკაზე დაფიქსირებულიყო“ - სოფო კილასონია

ჟურნალიტი და ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ მან პოსტსკრიპტუმთან საუბრისას განაცხადა, რომ კაზრეთმა და ბოლნისის რაიონმა დაკარგა შანსი მოხვედრილიყო მსოფლიოს კულტურულ და ტურისტულ რუკაზე. კილასონია საყდრისის დასაცავად აქციებში მონაწილეობდა. 

„ეს შანსი დაგვაკარგვინეს კულტურის სამინისტრომ და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სადაც ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, რომელიც სხვადასხვა დროს არემჯის კონტრაქტორი იყო“, - განაცხადა კილასონიამ.

მან კომენტარი გააკეთა სააგენტოს ახალ ინიციატივაზეც, რომლის თანახმადაც ბოლნისში საყდრისის მაღაროს ნაცვლად მუზეუმის აგება იგეგბება.

„მე როგორც ხელოვნებათმცოდნე, გეტყვით, რომ მუზეუმი, რომელშიც შეიტანენ გარკვეულ არტეფაქტებს, არ იქნება ისეთი საინტერესო როგორიც იქნებოდა ცოცხალი მუზეუმი-ძეგლი“, - აღნიშნა კილასონიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები